ტურინის „იუვენტუსი“ ბერგამოს „ატალანტას“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველის ტეუნ კოპმაინერსის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.
26 წლის ფეხბურთელმა ინგლისური კლუბებისგან შეთავაზებები უარით გაისტუმრა და მხოლოდ „იუვენტუსში“ გადასვლა სურს, რის გამოც, ორი კვირაა „ატალანტაში“ გუნდთან ერთადაც აღარ ვარჯიშობს.
„იუვემ“ „ატალანტას“ 52 მილიონი ევრო, პლუს 7 მილიონი ბონუსი შესთავაზა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბებს შორის ბოლო მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიური იყო და სულ მალე წესით ტრანსფერს მწვანე შუქი უნდა აუნთონ.
ტეუნ კოპმაინერსმა „ატალანტაში“ 2021 წლიდან დღემდე 129 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. მანამდე ის სამშობლოში, „ალკმაარის“ რიგებში თამაშობდა.