ფეხბურთი

12:15 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მილან შკრინიარი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი მილან შკრინიარი კარიერას „ალ-ნასრში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

სლოვაკ მცველს არაბულ კლუბთან შეთანხმება მიღწეული აქვს და უახლოეს დღეებში ეს ამბავი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. თუმცა, დეტალები უცნობია.

შკრინიარი ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და პსჟ-ს დატოვება ამიტომ უწევს. ის ფრანგულ კლუბს შარშან შეუერთდა და 32 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე შკრინიარმა სახელი მილანის „ინტერში“ გაითქვა, სადაც 246 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, იქამდე სლოვაკი „სამპდორიაში“, „ზლატე მორავცესა“ და „ჟილინაში“ თამაშობდა.

0.118646