„ნაპოლიმ“ შესაძლოა „ზალცბურგიდან“ ბოსნიელი მარჯვენა მცველი ამარ დედიჩი დაიმატოს.
Tuttomercatoweb-ის ცნობით, ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია ხუთწლიან კონტრაქტზე და სეზონში 1 მილიონი ევროს ანაზღაურებაზე. დიდი შანსია, რომ ტრანსფერი შედგეს.
დედიჩმა „ზალცბურგში“ დღემდე 77 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, ხოლო ერთი სეზონი იჯარით „ვოლფსბერგერში“ აქვს გატარებული. ბოსნიის ნაკრებში მან 13-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.