ფეხბურთი

20:53 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ბოლონიასთან" მატჩში კონტე კვარაცხელიას ერთ მითითებას აძლევდა"

DAZN-ის ჟურნალისტმა ალესიო დე ჯუზეპემ, რომელიც „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ მატჩზე (3:0) მოედნის კიდესთან მუშაობდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ანტონიო კონტე კვარას მუდმივად მეტოქის მარჯვენა და ცენტრალურ მცველს შორის მოძრაობაზე მიუთითებდა.

„კვარაცხელიას მოედანზე თავისუფლება აქვს, მაგრამ კონტე მითითებებს აძლევდა და გუშინ გავიგე, როგორ ეუბნებოდა, ლუკუმის და პოშს შორის მოძრაობას, ყოველთვის ცენტრალურ და მარჯვენა მცველს შორის უნდა დაეწყო მოქმედება“, - თქვა დე ჯუზეპემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.

0.117289