ბერგამოს „ატალანტამ“ ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ხუან კუადრადო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კუადრადო „ატალანტას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კოლუმბიელმა გასული სეზონი „ინტერში“ გაატარა, სადაც მხოლოდ 12 უგოლო მატჩი ჩაატარა. მას ასევე უთამაშია „ინდეპენდიენტე მედელინში“, „უდინეზეში“, „ლეჩეში“, „ფიორენტინასა“ და „ჩელსიში“, ხოლო კარიერის საუკეთესო წლები „იუვენტუსში“ 2015-2023 წლებში გაატარა, რომლის მაისურით 314 მატჩი 26 გოლი გაიტანა.