ფეხბურთი

19:53 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" კლემენ ლენგლე დაიმატა

„ბარსელონამ“ კლემენ ლენგლე მადრიდის „ატლეტიკოში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

29 წლის ფრანგი მცველი „როხიბლანკოს“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს.

„ბარსელონამ“ ლენგლე 2018 წელს „სევილიადან“ შეიძინა, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა და ბოლო ორი სეზონი იჯარით ჯერ „ტოტენჰემში“ და მერე „ასტონ ვილაში“ გაატარა. ლენგლეს „ბარსელონაში“ 160 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. მას ასევე უთამაშია „ნანსიში“ და „სევილიაში“.

0.123319