საქართველოს ნაკრებს უახლოეს მატჩებში ანზორ მექვაბიშვილი ვერ დაეხმარება. „კრაიოვას“ ქართველ ფეხბურთელს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმის ხარისხი დააზუსტა.
შიშობდნენ, რომ მექვაბიშვილის მუხლის ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაწყვეტილი, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მყესები დაჭიმულია, რის გამოც 6 კვირა ვერ ითამაშებს და მოედანზე ოქტომბრის შუაში უნდა დაბრუნდეს. თუმცა, სექტემბრის სანაკრებო მატჩები ცხადია, რომ გაუცდება.
მექვაბიშვილმა ტრავმა რუმინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბუქარესტის „დინამოსთან“ მიიღო.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა 8 მატჩში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამი ასე თუ ისე ვარსკვლავი გვყავს..კვარა, ჟორჟი და მამარდა...არცერთს რ უვარგა აგენტი, არცერთს...ჟორჟმა კიდევ არასწორე გადაწყვეტილება მიიღო..მონაკოში გოლიც ექნებოდა უკვე, ლიგა თან და გუნდი კარგ ფორმაშია...კვარას ისეთი კონტრაქტი აქვს არ უშვებენ და ეხლა უკვე მამარდას აგენტიც რაღაც არასწორე გადაწყვეტილებები...ძალიან მეგონა, რომ სამივე ევროს მერე კლუბს შეიცვლიდა...წარმატებები ჩვენ ბიჭებს, შეიცვალეთ აგენტები !!
რა ფეხები გინდოდა ლიონში, რით ვერ მოერგე შენ ადგილს ან აიაქსში ან მანდ? რო მიდიოდი არ იკითხე სად მოგიწევდა თამაში? მონაკოზე უარი პროსტა როგორ თქვი?