ფეხბურთი

15:55 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი უახლოეს ხანში გახდება. ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და ქართველი მეკარე სამედიცინო შემოწებას დღეს გაივლის. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს იჯარით ვალენსიაში გაატარებს, როგორც ეს აქამდეც ცნობილი იყო, ხოლო ლივერპულს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება. ალისონი „წითლების“ კარს მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ დაიცავს, გაისად კი, ინგლისურ გრანდს გიორგი შეუერთდება.

საინტერესოა, რომ ალისონს ლივერპულთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, მაგრამ შეიძლება მომდევნო თვეების განმავლობაში სიტუაცია შეიცვალოს და ბრაზილიელმა გაისად კლუბი დატოვოს. მანამდე, მამარდაშვილი იჯარით ვალენსიაში დარჩება. მამარდა "ლივერპულთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, 35 მილიონ ევროდ კი, მისი ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო იქნება.

"ვალენსია" 30 მილიონ ევროს ფიქსირებულად მიიღებს, ხოლო 5 მილიონს ევროს ბონუსად. გარდა ამისა, ესპანურ კლუბს მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 10%-იც ერგება.

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში ვალენსიაში იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა.

მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა.

მამარდაშვილი ლივერპულის ისტორიაში პირველი ქართველი მეკარე იქნება, თუმცა არა პრემიერლიგაში, სადაც სხვადასხვა დროს, გიორგი ქინქლაძეს, თემურ ქეცბაიას, მიხეილ ყაველაშვილს, რატი ალექსიძეს და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ.

0.129102