ფეხბურთი

13:42 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლეაუ შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში

25 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, იტალიური „მილანის“ გარემარბი რაფაელ ლეაუ, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს - გვამცნობს Mundo Deportivo.

„ბარსელონას" გარემარბის შეძენა ძალიან გაუჭირდება, თუმცა ამას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელის ხელშეკრულება „მილანთან“ 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. გასულ სეზონში ლეაუმ კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახალ სეზონში გარემარბმა ერთ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

0.113477