ფეხბურთი

2:20 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "კვარაცხელია კარგად ვარჯიშობს და შრომა შედეგს იძლევა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ბოლონიასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა. მან თამაში შეაფასა, ასევე კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიაზე და რომელუ ლუკაკუს მოსალოდნელ ტრანსფერზე.

„დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა, ვერონაში ჩატარებული მეორე ტაიმის შემდეგ დიდი პასუხი გვქონდა გასაცემელი. გულშემატკივრებისგან ერთიანობას ვითხოვდი და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ისინი გუნდს გვერდში დიდი სიყვარულით დაუდგებოდნენ. კარგი ბიჭები მყავს, ვხედავ, რომ მუშაობენ. ეს არის სამი ქულა, ჩვენი გზის საწყისი წერტილი, ჩემი პირველი გამარჯვება „ნაპოლიში“ და ბედნიერი ვარ. ვიცით, რომ გზა გრძელია და თავდაჯერება უნდა მოვიპოვოთ, იმ ერთიანობით გავაგრძელოთ, რაც დღეს იგრძნობოდა და ეს მახარებს. დიდი ხანი არ გვქონდა მოგებული და დღეს ეს ძლიერ მეტოქესთან გავაკეთეთ, ახლა „პარმაზე“ ვიფიქრებთ.

იმედი მქონდა, რომ გუნდი პირველი ტურის რეაქციას გამოავლენდა, მაგრამ თქმასა და კეთებას შორის დიდი სხვაობაა. კვარა ერთი-ერთზე ძლიერია, მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მისი დამსახურებაა, რადგან ძალიან კარგად ვარჯიშობს და შრომა ნაყოფს იძლევა.

ბონჯორნოს დამატება ძალიან გვინდოდა, ის ახალგაზრდაა, შეუძლია „ნაპოლიში“ მრავალი წელი დარჩეს და მომავალში შეიძლება კაპიტანი გახდეს, როცა დი ლორენცი გუნდში აღარ იქნება. ჯოვანი დღეს საოცარი იყო, ხოლო ალესანდრო დაცვაში ძლიერია, მას ვთხოვ, უფრო გაბედული იყოს ბურთის ფლობის დროს, ის შესანიშნავი შენაძენია.

ლუკაკუ? იმედი მაქვს, რომ სატრანსფერო ფანჯარა, რაც შეიძლება მალე დაიხურება, რადგან ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის ადვილი არაა ალქიმიის შექმნა და ერთიანობის განცდა. არაფერს ვიტყვი, რადგან ეს ოფიციალური არ არის, როცა დადასტურდება, მერე ვისაუბრებ, როგორც ნერეშის შემთხვევაში მოვიქეცი“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.

0.128034