საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი გათამაშების ლიდერებს, „ტორპედოსა“ და „დილას“ შორის გაიმართა.
ამ გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულა იყო და „ტორპედოს“ შეეძლო ლიდერს გასტოლებოდა, თანაც თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, თუმცა, ფრანსისკუ კაშტრუს გუნდმა დიდებულად ითამაშა და ქუთაისში, კონკურენტი 5:1 დაამარცხა!
ანგარიში მეხუთე წუთზე შოთა შეყილაძემ გახსნა. მალევე ბიორნ იონსენმა მე-17 წუთზე პენალტით აღადგინა წონასწორობა, მაგრამ ორ წუთში აბუბაქარ კონტემ „დილა“ მეორედ დააწინაურა.
მეორე ტაიმში სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა. მერაბ გიგაურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც ტაირელ ვაუტერის და ზურაბ რუხაძის გოლებიც მოჰყვა.
გორის „დილა“ 47 ქულით ლიდერია და 6 ქულით უსწრებს „ტორპედოს“, რომელმაც ერთი თამაში მარაგში აქვს. მომდევნო ტურში გორელები „იბერიას“ შეხვდებიან, ხოლო „ტორპედოს“ მეტოქე „დინამო ბათუმი“ იქნება.
ამავე ტურში თბილისის „იბერიამ“ „დინამო თბილისი“ 3:0 დაამარცხა. პირველივე ტაიმში გადაწყდა ყველაფერი, როცა შეიკნე სილამ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი პენალტით გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.
„იბერია“ 39 ქულით მესამეა და როგორც ვთქვით, „დილას“ შეხვდება, ხოლო „დინმო თბილისი“ სავალალო დღეშია, 25 ქულით მეშვიდე ადგილზე და მხოლოდ 3 ქულით უსწრებს პლეი-აუტის ზონას, წინ კი, „სამტრედიასთან“ მატჩი ელოდება.
„იბერია“ – „დინამო თბილისი“ 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 სილა (17), 2:0 სილა (30), 3:0 კოხრეიძე (39, პენ)
„ტორპედო“ – „დილა“ 1:5 (1:2)
გოლები: 0:1 შეყილაძე (5), 1:1 იონსენი (17), 1:2 კონტე (19), 1:3 გიგაური (70, ა.გ), 1:4 ვაუტერი (82), 1:5 რუხაძე