მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო და მეორე ტურში „ვალიადოლიდი“ შინ 3:0 დაამარცხა.
კარლო ანჩელოტის გუნდი მეორე ტაიმის სტარტზე ფედერიკო ვალვერდემ დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: 88-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა გაზარდა სხვაობა, ხოლო საბოლოო ანგარიში ენდრიკმა დააფიქსირა.
18 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა „რეალში“, 86-ე წუთზე კილიან მბაპე შეცვალა და მალევე გოლიც გაიტანა.
„რეალს“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო 29 აგვისტოს, „ლას პალმასს“ ესტუმრება.
„რეალი“ – „ვალიადოლიდი“ 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 ვალვერდე (50), 2:0 დიასი (88), 3:0 ენდრიკი (90)