ჭიდაობა

21:13 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტინე პეტრიაშვილი 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონია!
გენოს ძმამ მაგარი ჭიდაობა აჩვენა

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

გენო პეტრიაშვილის ძმამ იორდანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებულად იასპარეზა. 24 აგვისტოს, პეტრიაშვილმა (92 კგ) ფინალამდე ამერიკელი ჯონ დიაკომიჰალისი (7:5), ყირგიზი ფარუხ მომუნჟანოვი (7:0) და ალიაკსეი ხადონოუ (14:4) დაამარცხა, ხოლო ფინალში დღეს როდიონ სანაკოევს დაუპირისპირდა, რომელსაც 8:0 სძლია და ოქრო დაისაკუთრა.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა - კონსტანტინე პეტრიაშვილი ოქროს, ხოლო ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ვერცხლს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველომ ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.145238