ფეხბურთი

19:06 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადუეკეს ჰეთ-თრიქი 14-წუთიან ინტერვალში: "ჩელსიმ" "ვულვზი" გაანადგურა

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ სტუმრად „ვულვზი“ 6:2 გაანადგურა.

თუმცა, პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. ნიკოლას ჯექსონის სწრაფი გოლით „ჩელსი“ დაწინაურდა, რასაც მათეუშ კუნიამ უპასუხა. ტაიმის მიწურულს გუნდებმა გოლები კიდევ გაცვალეს: ჯერ კოულ პალმერმა შეაგდო, მერე ლარსენმა მეორედ აღადგინა წონასწორობა.

თუმცა, მეორე ტაიმში „ჩელსი“ უკონკურენტო იყო. ბენეფისი მოიწყო ნონი მადუეკემ, რომელმაც 14-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში საგოლე პასი კოულ პალმერმა შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი, ჟოაო ფელიქსმა დააფიქსირა, რომელსაც ლონდონურ გუნდში რედებიუტი ჰქონდა.

„ჩელსის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს. დღეს პრემიერლიგაში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბორნმუთი“ და „ნიუკასლი“ დაზავდნენ - 1:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115403