ფეხბურთი

17:36 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" შოტლანდიელ ნახევარმცველებს დაიმატებს

იტალიური „ნაპოლი“ შოტლანდიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველების, ბილი გილმორის და სკოტ მაკტომინეის დამატებასთან ახლოსაა.

მოსალოდნელია, რომ ორივე ფეხბურთელი მომდევნო კვირის დასაწყისში შეუერთდება იტალიურ კლუბს. „ბრაიტონი“ გილმორის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მაკტომინეის დამატება „მანჩესტერიდან“ 25 მილიონი ევრო დაჯდება.

გარდა ამისა, „ნაპოლის“ რომელუ ლუკაკუც შეუერთდება „ჩელსიდან“ 30 მილიონ ევროდ, ეს ამბავიც შეთანხმებულია. სამაგიეროდ, უცნობია, ვიქტორ ოსიმენის მომავალი, რომელიც ახალ გუნდს მთელი ზაფხულია ეძებს, მაგრამ ამ დრომდე ვერ იპოვა.

იტალიური მედია წერს, რომ ანტონიო კონტეს გუნდს ვალიდ შედირა და ალესიო ძერბინი დატოვებენ. ორივე მათგანი იჯარით წავა „ნაპოლიდან“, შედირა „ესპანიოლში“ და ძერბინი „მონცაში“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს სერია A-ს მეორე ტურში „ვერონას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.118084