„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ბილბაოსთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბედნიერი და კმაყოფილია.
„ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ რთულ მეტოქესთან გამარჯვებით. ვფიქრობ, ლევანდოვსკის საუკეთესო ვერსია დაბრუნდა, ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაფინიას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, პრესინგის თვალსაზრისით ის ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. „ატლეტიკო“ ღია სივრცეებს არ ტოვებს და გუნდის დამარცხება, რომელიც სირთულეებს გიქმნის, შესანიშნავია“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ლა ლიგის ორ ტურში 6 ქულა აქვს მოპოვებული.