„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „იფსვიჩთან“ მოგების (4:1) შემდეგ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„მან ეს გააკეთა ზალცბურგში, გერმანიაში, მისი სტატისტიკა გასაოცარია. გოლების თვალსაზრისით შეუძლია კონკურენცია გაუწიოს რონალდუს და მესის, მისი სტატისტიკა უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან სახიფათოა და იმედი მაქვს, ჩვენთან დიდხანს დარჩება. რაც შეეხება საუკეთესო თავდამსხმელს, რომელთანაც მიმუშავია, მესია, მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს“, - თქვა გვარდიოლამ.
აქვე გეტყვით, რომ ერლინგ ჰოლანდს, პრემიერლიგის ბოლო ორ სეზონში 7 ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ კრისტინაც უკეთესი ინდივიდუალისტი იყო ჰოლანდზე,მაგრამ ამან თუ ამდენი ჰეთრიქები და 40 გოლიანი სეზონები დასვა პრემიერლიგაში,ნაღდად შეიძლება კრისტინა რომ გადაჯოკროს.მესის გადაფარვა კი ასეთი სტილის ფეხბურთელებისგან გამორიცხულია
ჰოლანდი მაგარი ფეხბურთელია,საჭირო კაცია გუნდში,შეაგდებს ბევრ გოლს და დაგეხმარება შედეგის დადებაში,მაგრამ მესისთან მაგის შედარება არის აბსურდი.ნუ ჯერ კიდევ წინ აქვს ჰოლანდს კარიერა და პრაიმში შეიძლება მართლა მაგრად გაიჯეჯილოს მაგრამ სათამაშო სტილში ძაან დიდია სხვაობა მესისთან მიმართებაში.კრისტინას შეიძლება აჯობოს მაგრამ მესიზე ჯობნა გამორიცხულია