ფეხბურთი

12:05 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფ დაუმი გარდაიცვალა

ცნობილი გერმანელი მწვრთნელი კრისტოფ დაუმი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ავადმყოფობას ებრძოდა...

დაუმი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „კიოლნს“, „შტუტგარტს“, „ბეშიქთაშს“, „ლევერკუზენს“, „აუსტრიას“, „ფენერბაჰჩეს“, „კიოლნს“, „აინტრახტს“, „ბრიუგეს“ და „ბურსასპორს“ ავარჯიშებდა, ბოლოს კი, 2017 წელს, რუმინეთის ნაკრებს წვრთნიდა.

მას მოგებული აქვს ბუნდესლიგა, გერმანიის სუპერთასი, ავსტრიის ჩემპიონატი და თასი, თურქეთის ჩემპიონატი (ორჯერ), თასი და სუპერთასი, ხოლო ბუნდესლიგაში „კიოლნი“ ორჯერ და „ლევერკუზენი“ სამჯერ მეორე ადგილზე გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115264