ფეხბურთი

11:40 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "დაცვაში ასეთი თამაშით მატჩების მოგება შეუძლებელია"

„მილანმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და სერია A-ს მეორე ტურში „პარმასთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო მანამდე იყო „ტორინოსთან“ საშინაო ფრე (2:2), როცა 89-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა.

„პარმასთან“ წაგების შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ პრობლემა დაცვის ხაზში დაინახა.

„პრობლემა იმით არ იწყება, რომ მუსამ ითამაშა. მთლიანობაში დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, შეუძლებელია თამაშების მოგება, თუ ისე დავიცავთ თავს, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ. გუნდი თავს ვერც გუნდურად და ვერც ინდივიდუალურად იცავს. ბევრი დუელიც წავაგეთ, ასე გამარჯვება კი შეუძლებელია.

მე ყოველთვის მთავარი პასუხისმგებელი ვარ, რაც ჩემს გუნდში ხდება, მაგრამ ნათელია, რომ გუნდურად დაცვის პრობლემა გვაქვს, მცველებს ძალიან უჭირთ“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ სერია A-ში ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული.

0.112799