ფეხბურთი

0:19 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია პარმაში

დღეს, 24 აგვისტოს, იტალიური სერია A-ს ერთ-ერთ მატჩში სენსაცია დაფიქსირდა. „პარმამ,’ რომელიც ელიტაში გასულ სეზონში აღზევდა, შინ „მილანს“ 2:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში 4 ქულით მეორე ადგილზე დადგა, ერთქულიანი „მილანი“ კი მე-16 საფეხურზეა.

ანგარიში „პარმას“ რუმინელმა შემტევმა, დენის მანმა გახსნა უკვე მე-2 წუთზე. 66-ზე „მილანმა“ გაათანაბრა: რაფაელ ლეაოს გადაცემით ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა.

თუმცა 77-ე წუთზე მატეო კანჩელიერიმ ისევ დააწინაურა მასპინძლები და თამაშიც ასე დასრულდა - 2:1.

0.110116