ფეხბურთი

23:37 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: „თელავმა“ „ბათუმს“ მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „თელავმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-18 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თავი დავით მუჯირმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა იძალეს. ჯერ მათმა კაპიტანმა, ანტონ თოლორდავამ გაათანაბრა (63-წთ). 72-ზე კი დაჩი ცნობილაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. თელაველებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

კახური კლუბისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშნელოვანი გახლდათ, ახლა მათ 22 ქულა აქვთ, თუმცა კვლავ ფლეი-აუტის ზონაში რჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11225