ფეხბურთი

22:20 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბუნდესლიგა გამარჯვებით დაიწყო

გერმანიის ბუნდესლიგაში დღეს, 24 აგვისტოს, პირველი ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა. ყველაზე საინტერესო ალბათ გვიანი მატჩი იყო, რომელშიც დორტმუნდის „ბორუსიამ“ „აინტრახტს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, თუმცა გამარჯვება იოლი არ ყოფილა.

მასპინძლებმა ბოლოსკენ გატეხეს სტუმრები. დუბლი მიითვალა ინგლისელმა ჯეიმი ბაინოუ-გიტენსმა (72, 90+3 წთ).

გერმანია. ბუნდესლიგა. 1 ტური. 24 აგვისტო: ლაიპციგი - ბოხუმი 1:0, ჰოფენჰაიმი - ჰოლშტაინი 3:2, ფრაიბურგი - შტუტგარტი 3:1, აუგსბურგი - ვერდერი 2:2, მაინცი - უნიონ ბერლინი 1:1, დორტმუნდი - აინტრახტი 2:0

0.124206