„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოსთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თავი უნდა ასწიონ და გამარჯვების გზა იპოვონ.
„კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, ვიმუშაოთ ვარჯიშზე და გამოვასწოროთ ის, რასაც არასწორად ვაკეთებთ. მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო, ეს ანგარიშიდან და სტატისტიკიდანაც ჩანს. მომენტებს თუ ვერ შექმნი, გოლს ვერ გაიტან და თამაშსაც გოლის გარეშე ვერ მოიგებ.
ჩემი პოზიცია? მწვრთნელს სჭირდებოდა, რომ ფლანგზე მეთამაშა, მეც ვცდილობ ყველაფერი გავიღო. ყველამ იცის, რომ ეს ჩემი პოზიცია არ არის, მაგრამ ვცდილობ გუნდს ყველანაირად დავეხმარო. ადვილი არ არის, მაგრამ ეს დასაწყისია, უნდა ვიმუშაოთ, რომ მატჩების მოგება დავიწყოთ. ვცდილობთ, ერთიანები და კონცენტრირებულები ვიყოთ. თავი უნდა ავწიოთ, რომ გამარჯვების გზა ვიპოვოთ.
ლაკაზეტთან ერთად თამაში? მე 9 ნომერი ვარ, თუმცა, როგორც ვთქვი, მწვრთნელი ფლანგზე ან 10 ნომრის პოზიციაზე თუ დამაყენებს, ვითამაშებ, რადგან ის იღებს გადაწყვეტილებებს. მირჩევნია 9 ნომრად ვითამაშო, მაგრამ ვნახოთ, მწვრთნელი რას გადაწყვეტს", - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მესამე ტურში კი, 30 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამი ასე თუ ისე ვარსკვლავი გვყავს..კვარა, ჟორჟი და მამარდა...არცერთს რ უვარგა აგენტი, არცერთს...ჟორჟმა კიდევ არასწორე გადაწყვეტილება მიიღო..მონაკოში გოლიც ექნებოდა უკვე, ლიგა თან და გუნდი კარგ ფორმაშია...კვარას ისეთი კონტრაქტი აქვს არ უშვებენ და ეხლა უკვე მამარდას აგენტიც რაღაც არასწორე გადაწყვეტილებები...ძალიან მეგონა, რომ სამივე ევროს მერე კლუბს შეიცვლიდა...წარმატებები ჩვენ ბიჭებს, შეიცვალეთ აგენტები !!
რა ფეხები გინდოდა ლიონში, რით ვერ მოერგე შენ ადგილს ან აიაქსში ან მანდ? რო მიდიოდი არ იკითხე სად მოგიწევდა თამაში? მონაკოზე უარი პროსტა როგორ თქვი?