ფეხბურთი

20:43 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ „იფსვიჩს“ დამაჯერებლად მოუგო. ჰოლანდმა ჰეთ-თრიქი მიითვალა

დღეს, 24 აგვისტოს, ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „იფსვიჩ თაუნს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: მეშვიდე წუთზე სემი შმოდიჩმა გაიტანა. თუმცა, „ქალაქელებმა" სწრაფად გაათანაბრეს. მე-12 წუთზე ერლინგ ჰოლანდმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა, ორი წუთის შემდეგ კი კევინ დე ბრუინმა „სიტი“ დააწინაურა. მე-16 წუთზე ჰოლანდმა დუბლი შეასრულა. 89-ზე ნორვეგიელმა კვლავ გამოიჩინა თავი და ჰეთ-თრიქი მიითვალა. საბოლოოდ - 4:1.

0.114888