ფეხბურთი

20:01 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდის" ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩემპიონშიფში (+VIDEO)
გამარჯვების გოლში ჩაკვეტაძის დიდი წვლილია

ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში „უოტფორდმა“ დერბი ქაუნთი“ დაამარცხა და სეზონს ისევ უდანაკარგოდ ატარებს.

„დერბი“ მეორე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ნახევარ საათში ვაკუნ ბაიომ წონასწორობა აღადგინა. ტომ ქლევერლის გუნდმა გამარჯვება 76-ე წუთზე ვეტერანი ფრანგი ნახევარმცველის, მუსა სისოკოს გოლით მოიპოვა. ამ გოლში წვლილი გიორგი ჩაკვეტაძემაც შეიტანა: ქართველის დარტყმას კარის წინ მცველი გადაეღობა, მაგრამ დამატებაზე სისოკომ ცარიელ კარში გაიტანა.

ჩაკვემ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედება სტატისტიკურად არ ჰქონია, ძალიან აქტიური იყო და ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეფასებაც დაიმსახურა თანაგუნდელთა შორის. მიმდინარე სეზონში მას სამ შეხვედრაში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.

„უოტფორდი“ 9 ქულით ლიდერია „სანდერლენდთან“ ერთად, ხოლო მომდევნო ტურში 1-ელ სექტემბერს, „შეფილდ იუნაიტედს“ ესტუმრება, თუმცა იქამდე, 27 აგვისტოს, ინგლისის ლიგის თასზე "პლიმუთს" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116076