საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურმა სტარტი აიღო. კონკურენტების, „სამტრედიას“ და „გაგრას“ დაპირისპირებაში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
„გაგრა“ გიორგი უბილავას გაძევების გამო 23-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. იმერლებს ანგარიშის გახსნა 31-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ დანიელ ოვუსუმ პენალტი ვერ გაიტანა.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მასპინძლებმა ორჯერ იხეირეს: ჯერ დავით უბილავამ გაიტანა, შემდეგ ზურაბ გიგაშვილმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „სამტრედიამ“ სეზონში სულ მეორედ მოიგო, მეექვსე ტურის შემდეგ კი - პირველად. „სამტრედია“ 14 ქულით ჯერჯერობით ისევ ბოლო ადგილზეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი ელოდება, ხოლო „გაგრა“ 21 ქულით მერვეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება.
წყალტუბოს „სამგურალმა“ ფოთის „კოლხეთი“ დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. მატჩის გმირი ლუკა ხორხელი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და დიდებული მატჩი ჩაატარა. მისმა ძმამ, ნიკა ხორხელმა კი, პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
„სამგურალი“ 26 ქულით მეექვსე ადგილზეა და „გაგრას“ შეხვდება მომდევნო ტურში, ხოლო „კოლხეთი“ 27 ქულით მეხუთე საფეხურზეა და „თელავს“ დაუპირისპირდება.