ფეხბურთი

18:15 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო "ლივერპულში" კვარაცხელიას ტრანსფერზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ „ლივერპულში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ამ ეტაპზე რეალურად არაფერი ხდება და „ნაპოლის“ კვარას შენარჩუნება გადაწყვეტილი აქვს.

„ბიჭებო, შემიძლია გითხრათ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მაქვს. ვერანაირად ვერ დავადასტურებ კვარაცხელიასა და „ლივერპულზე“ ამბავს. „ნაპოლის“ ყოველთვის მკაფიო პოზიცია ჰქონდა: ენდობიან მას და სურთ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ითამაშოს. „ლივერპულთან“ ამ ეტაპზე არაფერი ხდება“, - თქვა რომანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულს“ Football Insider-მა დაუკავშირა, თუმცა, უფრო გავლენიანი და სანდო წყაროები ამ ცნობას არ ადასტურებენ.

0.123285