ფეხბურთი

15:25 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" ფეხბურთელი "ჟირონაში" 25 მილიონ ევროდ გადავიდა

ინგლისური „უოტფორდის“ ფეხბურთელი იასერ ასპრილია კარიერას „ჟირონაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ესპანელებმა „უოტფორდს“ 18 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც ბონუსად 7 მილიონიც დაემატება. ეკვადორელმა ფეხბურთელმა კატალონიელებთან 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

გასულ სეზონში ასპრილიამ „უოტფორდში“ 47 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

0.116624