„ნაპოლიმ“ ლონდონის „ჩელსისთან“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე.
იტალიური მედიის ცნობით, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ბელგიელი ფორვარდი „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდება. უკვე ჩანიშნულია სამედიცინო შემოწმებაც.
Sky Sport-ის ცნობით, „ჩელსი“ 30 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა, პროცენტს ლუკაკუს მომდევნო ტრანსფერიდან. რომელუმ „ნაპოლისთან“ სამწლიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს.
ანტონიო კონტე რომელუ ლუკაკუს ძალიან კარგად იცნობს, რადგან მასთან მილანის „ინტერში“ მუშაობდა. სწორედ იტალიელი სპეციალისტია ბელგიელი ფორვარდის ტრანსფერის ინიციატორი.
რომელუ ლუკაკუს სერია A-ში „ინტერის“ გარდა „რომაშიც“ აქვს ნათამაშები, შესაბამისად, ჩემპიონატსაც კარგად იცნობს.