ფეხბურთი

0:43 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გუნდში გადავიდა

უკრაინულმა „ჩერკასიმ“ ქართველი ფეხბურთელი შოთა ნონიკაშვილი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნონიკაშვილი „ჩერკასის“ თბილისის „იბერიადან“ შეუერთდა, რომლის მაისურით მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ის თბილისურ კლუბში 2020 წლიდან თამაშობდა.

„ჩერკასის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკოა, რომელიც „დინამო თბილისში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „საბურთალოს“ აკადემიაშიც იყო. უკრაინის ჩემპიონატში ეს გუნდი სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მესამე ადგილზეა.

0.125917