კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში „ომონია არადიპუმ“ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ ქულა მოიპოვა, რაშიც გიორგი ლორიამ დიდი წვლილი შეიტანა.
შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, გიორგიმ კი, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 4 სეივი მიითვალა. ლორიამ პირველად ითამაშა „ომონიას“ რიგებში. ლორიამ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა არადიპუელთა რიგებში, გუნდს უკაპიტნა.
„ომონია“ მეორე ტურში 31 აგვისტოს, „აელს“ ესტუმრება.