ფეხბურთი

22:45 | 23.08.2024 | ნანახია 265 - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის საგოლე პასი გერმანიის II ბუნდესლიგაში

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურში ბუდუ ზივზივაძემ თავი საგოლე პასით გამოიჩინა.

„კარლსრუეს“ ქართველმა ფორვარდმა „ელვერსბერგთან“ შეძლო თავის გამოჩენა. ბუდუმ 48-ე წუთზე ფლორიან შლოიზენერს გაატანინა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა. საბოლოოდ, კრისტიან აიხნერის გუნდმა 3:2 მოიგო.

ბუდუ ზივზივაძეს მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, მან გერმანიის თასზე შეძლო გოლის და საგოლე პასის მითვლა.

„კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის სამი ტურის შემდეგ 7 ქულით „ჰანოვერთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი პირველ სექტემბერს, „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063601
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
265