ფეხბურთი

20:15 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ნახევარმცველი იჯარით "ჯენოაში" გადავა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და მირეტი „ჯენოას“ ერთწლიანი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდება. გენუელებს სურდათ ეს უფლება ჰქონოდათ, მაგრამ ტურინელებმა ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვაზე უარი თქვეს, თუმცა სათამაშო პრაქტიკისა და გამოცდილების მისაღებად ერთი წელი გაანათხოვრებენ.

ფაბიო მირეტი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 75 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.1145