ფეხბურთი

19:30 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ნერეშს შეუძლია, როგორც პოლიტანოს, ისე კვარას პოზიციაზე თამაში"
"გუნდის საფუძველი მყარია და შეუძლია სირთულეებიდან გამოვიდეს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია რთული პერიოდის დაძლევა. იტალიელმა სპეციალისტმა დავიდ ნერეშზეც ისაუბრა, რომელიც „ნაპოლიმ“ ახლახან დაიმატა.

„გასულ კვირაში მატჩის წინ პრესკონფერენცია გვქონდა, სადაც მხოლოდ სატრანსფერო ბაზარზე ვისაუბრეთ. „ვერონასთან“ თამაშზე შეკითხვა არ დაგისვიათ. ბაზარზე კითხვებით კლუბს უნდა მიმართოთ, მაგრამ ისედაც ვხედავ, რომ ინფორმაცია გაქვთ. მინდა, „ბოლონიასთან“ მატჩზე ვისაუბრე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. მათ შარშან მაგარი სეზონი ჩაატარეს და დღეს მხოლოდ თამაშზე საუბარი მინდა, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ვერონასთან“ დარტყმა მივიღეთ, მაგრამ როცა დარტყმას იღებ, უნდა წამოდგე და შემდეგ შენ დაარტყა. შეიძლება კარგიც იყო, რომ ეგრევე დარტყმა მივიღეთ, ეს დიდ მოტივაციას მოგვცემს, რომ ამ სირთულიდან გამოვიდეთ. როდესაც ყველაფერი კარგადაა, ყველა მაგარია, სამაგიეროდ, სირთულეებში ხედავ ნამდვილ კაცებს. გუნდში პროფესიონალები და ნამდვილი კაცები მყავს, მათ სჯერათ ჩემი და მე მათი მჯერა. გუნდის საფუძველი მყარია, შეგვიძლია, ისევ გავხდეთ კონკურენტუნარიანები, არ ვიცი, ამას ერთ კვირაში, თვეში თუ წელიწადში შევძლებთ, მაგრამ საფუძველი არსებობს.

ნერეში მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, კარგად იცის ერთი-ერთზე თამაში, სივრცეების ათვისება, გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება. მას შეუძლია, როგორც პოლიტანოს, ისე კვარას პოზიციაზე თამაში“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.

0.11541