ფეხბურთი

17:58 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

Football Insider: "ლივერპულს" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს

ინგლისური „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის შეძენასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ შეიძლება ამით არ დაკმაყოფილდეს და ხვიჩა კვარაცხელიაც გადაიბიროს.

როგორც ბრიტანული გამოცემა Football Insider-ი იტყობინება, „წითლები“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში სენსაციური გარიგების განხორციელებას აპირებენ და „ნაპოლიდან“ კვარაცხელიას დამატება სურთ.

„ლივერპულში“ იციან, რომ ეს არ იქნება ადვილი, რადგან „ნაპოლი“ კვარას 100 მილიონ ევროდ აფასებს და ვიქტორ ოსიმენის წასვლის დიდი შანსი არსებობს, რის გამოც იტალიელებს არ სურთ კიდევ ერთი ლიდერიც დაკარგონ.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. „ლივერპულში“ მის შესაძლო ტრანსფერზე ჯერჯერობით, სხვა დეტალები არ ვრცელდება. ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" 2022 წელს შეუერთდა და იტალიურ გუნდში 90 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში არც ერთი ფეხბურთელი დაუმატებია, მაგრამ შეიძლება ორი ქართველი შეიძინოს.

0.131849