ფეხბურთი

17:25 | 23.08.2024 | ნანახია NaN - ჯერ

Tuttosport: "ტორინო" საზონოვის გაყიდვის ან იჯარით გაშვების ვარიანტს განიხილავს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 8 დღე რჩება, საბა საზონოვმა კი, ამ პერიოდში შეიძლება კლუბი შეიცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბარი მთელი ზაფხულის განმავლობაში პრაქტიკულად არ ყოფილა, ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა. როგორც Tuttosport-ი იტყობინება, საბამ მთავარი მწვრთნელის, პაოლო ვანოლის მოლოდინი ვერ გაამართლა და „მილანთან“ მატჩში დაშვებული შეცდომების შემდეგ კლუბიდან წასვლა შეიძლება მოუწიოს.

წყაროს თანახმად, „ტორინო“ განიხილავს, როგორც მისი გაყიდვის, ისე იჯარით გასხვისების ვარიანტს. გაყიდვის შემთხვევაში ტურინელები ქართველ მცველში დაახლოებით 3 მილიონ ევროს მოითხოვენ.

საბა საზონოვი „ტორინოს“ ერთი წლის წინ მოსკოვის „დინამოდან“ შეუერთდა და გასულ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მიმდინარე სეზონში „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა მხოლოდ 89-ე წუთიდან. საზონოვს „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:40 | 07.09.2016
GEOWF (53)

Es vai mekare ra dgeshia?!
Eseti adamiani runis ro edreba da xalxs acinebs neta ar utydeba?

21:33 | 06.09.2016
джони (696)

ეს მეკარეს გარდა ყველაფერი იყო )))))) რუნი ლეგენდაა !!!

20:22 | 06.09.2016
MU012FC (9145)

ტიპი რა დონის ***-ა, აი სიმბოლური ***-ა რა.

20:21 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ნწ ნწ ნწ

20:00 | 06.09.2016
BATIGOLI 9. (4375)

მალე ჩაგიდებს ბებერო

19:27 | 06.09.2016
Aureliano buendia (255)

უხ შე ბებერო გაიძვერა!

19:27 | 06.09.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ჰე ჰეე პიტეერ, შენც რო дროზე აგეხვია ნაკრებიдან, იქნებ აღარ გაგეშვა ის კურიოზული რიკოშეტი ბრემესგან 1990 წლის ნახევარფინალში ? იქნებ ღირსებოдა ინგლისს კიдევ ერთი ჩემპიონობა ?
კაცი 40-ს გაдაცილებული, дამძიმებული ისევ ნაკრების კარში იдგა дა სხვებზე ამბობს, дროულაд წავიдნენო DDDDDDDDDDDD

0.068147