ფეხბურთი

16:50 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: კვარაცხელია ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს და სურს, გოლი შვილისთვის გაიტანოს

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით უკვე ივარჯიშა.

შვილის დაბადების გამო ქართველი ფეხბურთელი ორდღიან შვებულებაში იყო და თბილისში დაბრუნდა, მაგრამ უკვე ანტონიო კონტეს განკარგულებაშია. მას არც დაზიანება აწუხებს, რომელიც სერია A-ს პირველ ტურში „ვერონასთან“ მატჩის დროს მიიღო.

Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ქართველი ძალიან ბედნიერია და სურს, რომ გოლი შვილისთვის გაიტანოს.

„მამა ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნდა. ბედნიერი, როგორც არასდროს, თავისი შვილის, დამიანეს დაბადების შემდეგ. ის უკვე კონტეს განკარგულებაშია და მისი ტალანტი ძალიან მნიშვნელოვანია „ბოლონიასთან“ შეხვედრაში. კვირას შექმნილი პრობლემებიც უკან დარჩა, კვარა დამუხტულია და მზადაა. სურს, შვილისთვის გოლი გაიტანოს“, - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.120597