ფეხბურთი

15:35 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილის მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ბრენტფორდთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზეც გააკეთა.

როგორც მან თქვა, ყველამ იცის ამაზე პასუხი და თუ ტრანსფერი შედგა, „ლივერპული“ მას ოფიციალურად გამოაცხადებს.

„მამარდაშვილის ტრანსფერი? თქვენ უკვე იცით პასუხი. თუ გარიგება შედგება, ჩვენგან გაიგებთ, მანამდე კი, არ ვსაუბრობთ ფეხბურთელების ტრანსფერებზე, რომლებიც ჩვენი არ არიან“, - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაშია. თუმცა, ქართველი მეკარე 2025 წლის ზაფხულამდე იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება.

0.116279