„ლიონის“ თავდამსხმელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა კლუბის ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა.
მან ქართველი ფორვარდი შეაქო და იმედოვნებს, რომ ერთად ისინი ბევრ გოლს გაიტანენ.
„რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში ჩვენ ერთად ვითამაშებთ, ალბათ შაბათიდან. მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება. სწრაფად უნდა მოვერგოთ ერთმანეთს, მიქაუტაძე ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია, რომელმაც ეს დაამტკიცა ევროპის ჩემპიონატზე და გასულ სეზონშიც. ასე რომ, სწრაფად მოერგება გუნდს. იმედი მაქვს, რომ ბევრ გოლს გავიტანთ და გუნდს დავეხმარებით“, - თქვა ლაკაზეტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ლიგა 1-ის მეორე ტურში 24 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე „მონაკოს“ უმასპინძლებს.