ფეხბურთი

14:30 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ილქაი გიუნდოგანი "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნდა

ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გიუნდოგანმა „სიტისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. ილქაი მანჩესტერულ კლუბს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რადგან კლუბში შარშან დატოვა და „ბარსელონაში“ გადავიდა.

33 წლის გერმანელი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ 2016-2023 წლებში ირჯებოდა და 304 შეხვედრაში 60 გოლი გაიტანა, გასულ ზაფხულს კი „ბარსელონაში“ გადავიდა, სადაც 51 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120881