ფეხბურთი

10:25 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" შოტლანდიელ ფეხბურთელს იმატებს

„ბრაიტონის“ და შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ბილი გილმორი „ნაპოლიში“ გადავა.

23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და მან მომდევნო კვირაში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. „ბრაიტონი“ 17-18 მილიონ ევროს მიიღებს.

ბილი გილმორი „ჩელსის“ აღზრდილია, ხოლო „ბრაიტონს“ 2022 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში მან 41 მატჩში თავი 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.13825