ფეხბურთი

11:35 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ესპანელ ფეხბურთელს დაიმატებს

„სოსიედადის“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი მიკელ მერინო კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ცნობა ოფიციალურად მალე უნდა დადასტურდეს.

„სოსიედადი“ 32 მილიონ ევროს და პლუს 5 მილიონის ბონუსს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი ინგლისელებთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს.

28 წლის ფეხბურთელმა „სოსიედადში“ 242 მატჩში 27 გოლი გაიტანა, მანამდე მას „ოსასუნაში“, „დორტმუნდში“ და „ნიუკასლში“ უთამაშია, ხოლო ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.273308