ფეხბურთი

12:45 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" მოთხოვნა კიეზას მიმართ: ხელფასის შემცირება

„ბარსელონას“ ტურინის „იუვენტუსიდან“ ფედერიკო კიეზას შეძენა სურს, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იტალიელ ფეხბურთელს ხელფასის დაკლება სთხოვა.

როგორც იტალიური მედია წერს, კიეზა მინიმუმ 5 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც „იუვენტუსში“ გამოიმუშავებს, მაგრამ ესპანელები წელიწადში მაქსიმუმ 4 მილიონი ევროს გადახდაზე არიან თანახმა.

გარდა ამისა, შეთანხმება არ არის მიღწეული კლუბებს შორისაც, რადგან „იუვე“ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო „ბარსელონას“ შეთავაზება ჯერ მხოლოდ 10 მილიონია.

ფედერიკო კიეზა „იუვენტუსის“ გეგმებში არ შედის და შემადგენლობას ჩამოშორებულია. მან იტალიურ გრანდში 2020 წლიდან 131 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

0.115762