ფეხბურთი

1:30 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: "აიაქსმა" და "ლუდოგორეცმა" ჯგუფში თამაში თითქმის გაინაღდეს

ევროპა ლიგაზე პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა. ჯგუფურ ეტაპზე თამაში პრაქტიკულად გაინაღდა ამსტერდამის „აიაქსმა“, რომელამც პოლონეთის ჩემპიონი „იაგელონია“ სტუმრად 4:1 გაანადგურა. ჰეთ-თრიქით გამოირჩა ჩუბა აკპომი.

სალონიკის „პაოკმაც“ ფორმალობად აქცია საპასუხო შეხვედრა, რადგან „შემროკ როვერსს“ 4:0 აჯობა, ხოლო რაზგრადის „ლუდოგორეცმა“ ამავე ანგარიშით მოლდოვური „პეტროკუბის“ დამარცხება მოახერხა. თელ-ავივის „მაკაბიმ“ 9-კაციან „ბაჩკა ტოპოლას“ 3:0 სძლია.

სხვა წყვილებში მეტ-ნაკლებად ინტრიგა შენარჩუნა. ყველაზე გამოსარჩევი ლატვიური რფს-ის გამარჯვება ნიქოზიის „აპოელთან“ (2:1). შვეიცარიული „ლუგანოს“ და „ბეშიქთაშის“ მატჩი დრამატული გამოდგა და ფრედ, 3:3 დასრულდა. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ასევე „ფერენცვაროში“ – „ბორაცის“ (0:0) და „ლასკი“ – „სტიაუას“ (1:1) მატჩებში.

1:0 მოიგო „ანდერლეხტმა“ მინსკის „დინამოსთან“, „ელფსბორგმა“ „მიოლდესთან“ და „პლზენტმა“ „ჰართსისთან“, ხოლო „ბრაგამ“ ვენის „რაპიდს“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

0.114683