საუდის არაბეთი პრო ლიგის ახალი სეზონი კრიშტიანუ რონალდუმ გოლით დაიწყო, თუმცა „ალ-ნასრმა“ „ალ რაედი“ ვერ დაამარცხა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 34-ე წუთზე სადიო მანეს პასით მოახერხა ანგარიშის გახსნა. სტუმრებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ 76-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმა.
„ალ-ნასრი“ საუდი პრო ლიგის მეორე ტურში 27 აგვისტოს „ალ ფეიჰას“ სტუმრად დაუპირისპირდება.