„ვალენსიამ“ 30 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუის რიოხა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
რიოხამ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 22-ნომრიანი მაისური მოირგო.
რიოხა 2019 წლიდან „ალავესში“ თამაშობდა, სადაც 189 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ალმერიაში“, „მარბელიაში“ და „რეალის“ მესამე გუნდში უთამაშია.