კალათბურთი

22:27 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

25-მა ქართველმა მსაჯ-მდივანმა ფიბა-ს სალიცენზიო ტესტირება წარმატებით გაიარა

ფიბა-ს ლიცენზიის მსაჯებთან ერთად საქართველოს ჰყავს ფიბა-ს მდივნებიც, რომლებიც შიდაჩემპიონატებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო მატჩებსაც ემსახურებიან. საქართველოში სეზონის განმავლობაში მიმდინარე სხვადასხვა ჩემპიონატების მომსახურე მაგიდის მსაჯ-მდივნების უმეტესობა ფიბა-ს ლიცენზიას ფლობს, რომლებიც აღნიშნული სტატუსის შესანარჩუნებლად გარკვეული პერიოდულობით ტესტირებასა და გამოცდებს აბარებენ.

საქართველოში მოღვაწე მსაჯ-მდივნებმა ფიბა-ს ლიცენზიის გასახანგრძლივებლად, ნაწილმა კი მისაღებად, მორიგი გამოცდები ჩააბარეს. ამ ზაფხულს ტესტირებაგავლილი 25 მსაჯ-მდივნიდან უმეტესობა ფლობდა ფიბა-ს ლიცენზიას და აღნიშნული სტატუსი გაუხანგრძლივდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ლიცენზია პირველად, ანაც გარკვეული პაუზის შემდეგ მიიღეს.

ფიბა-სგან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად გასულ თვეში ჩატარებული ონლაინ-ტესტირების შედეგად კალათბურთის მსაჯ-მდივნის საერთაშორისო ლიცენზიები მიიღეს:

  • თამარ ბუიღლიშვილი
  • ქეთევან ქიქოძე
  • მედეა გვილავა
  • ირაკლი პერტაია
  • ლია რამიშვილი
  • ქეთევან შენგელია
  • ია ხუნდაძე
  • თამარ ჩხაიძე
  • დალი ვაჭარაძე
  • ეკატერინე კალანდაძე
  • მარიამ ნოზაძე
  • მარინა შალამბერიძე
  • დავით ხეცურიანი
  • ანა ქავთარაძე
  • ანა მაისურაძე
  • რუსუდანი გამყრელიძე
  • თამარ მოდებაძე
  • ხათუნა ქაჩლიშვილი
  • გიორგი ნადირაშვილი
  • ბაჩი ალიბეგაშვილი
  • გიგა ეფრემიძე
  • ლევან ეფრემიძე
  • დიმიტრი შალამბერიძე
  • დავით ეძგვერაძე
  • ალესანდრე ზანდუკელი

ტესტირების წარმატებით გავლილ 25 მსაჯ-მდივანს საშუალება ექნება 2024-2028 წლებში ჩატარებულ ფიბა-ს შემდეგი ტურნირების მატჩებს მოემსახუროს:

  • ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო
  • მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წინა-საკვალიფიკაციო
  • მსოფლიოს 2029 წლის ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო
  • ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო
  • ფიბა-ს ახალგაზრდული და პატარა ქვეყნების ჩემპიონატები
  • ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ნებისმიერი საკლუბო ტურნირი

რაც შეეხება ტესტირებას, მისთვის მოსამზადებელი ონლაინ-კურსი გაზაფხულზე დაიწყო, რის შემდეგაც ყველა კანდიდატს ფიბა-ს პორტალზე არსებულ პირად ანგარიშში შეეძლო შესვლა და მომავალი ტესტებისთვის როგორც ლიტერატურით, ისე ვიზუალური სავარჯიშოებით მომზადება. ტესტირებები ივლისის თვეში ჩატარდა. თითოეულ მსაჯ-მდივანს დაურიგდა 50 კითხვა, ლიცენზიის მისაღებად კი საჭირო იყო მინიმუმ 35 ზუსტი პასუხი.

ტესტირებაში მონაწილე ყველა მსაჯ-მდივანმა დაწესებული ბარიერი გადალახა და ფიბა-ს ლიცენზია 2028 წლამდე მიიღო.

ზემოთაღნიშნულთან ერთად არსებობს სტატისტიკოსის ლიცენზიაც, რის მისაღებადაც ტესტირება-გამოცდები შემოდგომაზე გაიმართება და მასში იმ მსაჯ-მდივნების აბსოლურტური უმრავლესობა მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც მსაჯ-მდივანის ლიცენზიები უკვე მიიღეს.

GBF.GE

0.112979