ჭიდაობა

20:55 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს სამი მედალი 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა.

იორდანიაში 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ვახტანგ ლოლუა (60 კგ), ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ალადაშვილმა (71 კგ) და ვლადიმერ მინაძემ (92 კგ) მოიპოვეს.

23 აგვისტოდან მედლებისთვის ბრძოლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები ჩაერთვებიან.

0.116014