„ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი უშუალოდ ლა ლიგა 2-ის ვებგვერდზე გამოარჩიეს. გიორგიმ ხიხონის „სპორტინგთან“ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა და მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1).
„ლევანტე“ ლა ლიგის მეორე ტურში 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კადისს“ უმასპინძლებს.