ფეხბურთი

16:50 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ახალი 7 ნომერი ჰყავს

„ნაპოლიში“ 7-ნომრიანი მაისური თავისუფალი აღარ არის - ის დავიდ ნერეშმა აიღო.

ბრაზილიელი გარემარბი იტალიელებმა ლისაბონის „ბენფიკადან“ 28 მილიონ ევროდ შეიძინეს.

7 ნომერი „ნაპოლიში“ ელიფ ელმასის წასვლის შემდეგ გათავისუფლდა. იყო ვარაუდი, რომ მას ხვიჩა კვარაცხელია მოირგებდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა თავად თქვა უარი ამ ვარიანტზე და ისევ 77-ნომრიანი მაისურით თამაში ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 25 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ გამართავს.

0.114457